01:13 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-16 01:02:38, 1928 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - პატიმრები, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს, სინამდვილეში, უსინდისო ქმედების გამო არიან ციხეში

პატიმრები, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს, სინამდვილეში, უსინდისო ქმედებების გამო არიან  კონკრეტული ბრალის ქვეშ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

კობახიძის თქმით, ათასამდე ადამიანი ძალადობდა გასული წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებზე და ათასამდე ადამიანიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული, რაც მაღალ სტანდარტებზე მიანიშნებს.

„საქართველოში არის ეფექტიანი მართლმსაჯულება, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად საქმეების გადაწყვეტას. რაც შეეხება ზოგადად, ამ 30 პატიმარს, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს - სინამდვილეში, უსინდისო ქმედებების გამო არიან ეს ადამიანები კონკრეტული ბრალის ქვეშ. ათასამდე ადამიანი ძალადობდა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გასულ წელს და ათასამდე ადამიანიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული, რაც მაღალ სტანდარტებზე მიანიშნებს. სინამდვილეში საქართველოში არის გამოძიების და სასამართლოს მაღალი სტანდარტი და სწორედ ამის გამო არის 3%-იანი მაჩვენებელი რეალურად. გახსოვთ, რა მასშტაბის ძალადობა ხორციელდებოდა გასული წლის ბოლოს და ამ მასშტაბის ძალადობის ფონზე მხოლოდ 30 პატიმარი მიანიშნებს სწორედ მაღალ სტანდარტზე", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics