01:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-15 16:44:27, 1988 ნახვა

პოლიტიკა
კოალიცია ცვლილებისთვის: მხარდაჭერას ვუცხადებთ NGO-ებს, რომლებსაც რეჟიმი ღიად დაემუქრა

კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც, კოალიციის თქმით, რეჟიმი დღეს ღიად დაემუქრა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მორიგი წერილი მიიღეს, რომელშიც ქართული ოცნების FARA-ს დარღვევას ედავებიან.

ასევე, NGO-ების განცხადებით, წერილში ანტიკორუფიული ბიურო ემუქრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და ითხოვს განმარტებას, რატომ არ დარეგისტრირდნენ აგენტებად.

კოალიცია აცხადებს, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით დასაფასებელია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პრინციპულობა, გაუტეხლობა და თანმიმდევრულობა. სწორედ მსგავსი უკომპრომისო წინააღმდეგობა არის გზა გამარჯვებისკენ.

განცხადება სრულად:

"სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც რეჟიმი დღეს ღიად დაემუქრა სისხლისსამართლებრივი დევნით, რადგან მათ არ მიიღეს რუსული კანონის თამაშის წესები და არ დარეგისტრირდნენ აგენტებად.

მიუხედავად, ევროკავშირის მოთხოვნებისა, “ქართულმა ოცნებამ” გააუქმოს ყველა ანტიდემოკრატიული კანონი, ივანიშვილის რეჟიმი განაგრძობს კრემლის გზით სიარულს და სწორედ ასე ცდილობს გააჩუმოს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემების გახმოვანებასა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობენ. რეჟიმი ევროკავშირის მოთხოვნების უგულებელყოფით გვართმევს უვიზო მიმოსვლასა და შანსს გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

ამ ვითარებაში განსაკუთრებით დასაფასებელია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პრინციპულობა, გაუტეხლობა და თანმიმდევრულობა. სწორედ მსგავსი უკომპრომისო წინააღმდეგობა არის გზა გამარჯვებისკენ", - ვკითხულობთ განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics