05:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-15 16:40:05, 1805 ნახვა

პოლიტიკა
ენმ: რეჟიმი ებრძვის ყველას, ვისაც რუსული დიქტატურის დამყარება არ სურს, სოლიდარობა NGO-ებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებით ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მორიგი წერილი მიიღეს, რომელშიც ქართული ოცნების FARA-ს დარღვევას ედავებიან.

ენმ-ის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმი ებრძვის ყველა პარტიას, NGO-ს, თავისუფალ მედიას, მოქალაქეს, რომლებსაც ამ ქვეყანაში რუსული დიქტატურის დამყარება არ სურს და ამის საწინააღმდეგოდ აქტიურ ბრძოლაშია ჩაბმული.

ენმ სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, "რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს".

განცხადება სრულად:

"ივანიშვილის რუსული, კრიმინალური, მოღალატეობრივი რეჟიმი აქტიურად აგრძელებს ბრძოლას დემოკრატიული დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა წარმომადგენლებსაც დღეს სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებით დაემუქრნენ, რადგან მათ უარი განაცხადეს რუსული კანონის მორჩილებაზე და თავი უცხო ქვეყნის აგენტებად არ დაირეგისტრირეს.

ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად გვაშორებს ევროპულ გზას და ებრძვის ყველა იმ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, თავისუფალ მედიას, მოქალაქეს, რომლებსაც ამ ქვეყანაში რუსული დიქტატურის დამყარება არ სურს და ამის საწინააღმდეგოდ აქტიურ ბრძოლაშია ჩაბმული.

შესაბამისად, სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს.

დარწმუნებულები ვართ, რომ სულ მალე ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული ფრონტით ივანიშვილის რეჟიმზე გამარჯვებას ვიზეიმებთ!", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics