23:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-14 16:14:34, 1553 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე- ოპოზიციის მიზანი არჩევნები არ არის, მათი მიზანი რევოლუციაა, ჩვენ ამას უკვე შევეჩვიეთ

„ოპოზიციის მიზანი არჩევნები არ არის, არამედ ის, რაზეც ისინი ხშირად საუბრობენ - რევოლუცია, სინამდვილეში კი ეს მათი აუხდენელი სურვილი იქნება. ჩვენ არჩევნებისთვის ვემზადებით, წარვადგინეთ კანდიდატები, გვაქვს საარჩევნო პროგრამა, ვიწყებთ წინასაარჩევნო კომუნიკაციას მოქალაქეებთან და მაღალ შედეგებს ველით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნებისთვის კი არა, ნგრევისთვის ემზადება.

„ოპოზიცია ყვირილის გასაგრძელებლად ემზადება. ჩვენ ამას უკვე შევეჩვიეთ, მაგრამ დაყოფა სტრატეგიის ნაწილია, გარედან მიღებული დავალება: ზოგიერთმა პროტესტი ქუჩაში უნდა შეინარჩუნოს, სხვებმა კი უნდა სცადონ, თუნდაც ეს საკრებულოში ერთი ან ორი წარმომადგენლით შესვლას და აჟიოტაჟის გამოწვევას ნიშნავდეს. ორივე ამოცანა შეუსრულებელია. ორად თუ სამ ნაწილად გაიყოფა, ისინი ერთიანდებიან. „შედეგად, საზოგადოება მათ საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს“, - თქვა ხუნდაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics