|
2025-08-13 16:15:02, 1310 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლება თავს მოსკოვის წინაშე იწონებს -კიევი "ოცნების" რეჟიმის ანტიუკრაინულ კლიპზე
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ქართულ ოცნებას" პასუხობს - ომში მყოფი ქვეყნის დიპლომატიური უწყება ივანიშვილის გუნდის მიერ, საარჩევნო კლიპში რუსეთის მიერ დაბომბილი ქალაქების ჩვენებას არამეგობრულ ქმედებას უწოდებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის ომის კადრების გამოყენება უკრაინის ხალხისა და რუსეთის აგრესიის მსხვერპლების მიმართ უპატივცემულობაა და უკრაინული საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს. მათი თქმით, "საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ქვეყანას წაართვა არა ომი, არამედ ევროპული მომავალი". "უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყურადღება მიაქცია „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ არამეგობრულ ქმედებას, რომელიც საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის აგრძელებს ვიდეოების გამოყენებას რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის უკრაინაში. ასეთი ცინიკური ნაბიჯები აჩვენებს უპატივცემულობას უკრაინის ხალხისა და რუსეთის აგრესიის მსხვერპლების მიმართ და იწვევს უკრაინული საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავს იწონებს მოსკოვის წინაშე და უგულებელყოფს ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც ისტორიულად დამახასიათებელია ქართული ერისთვის და წარმოადგენს მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს. ჩვენ ვურჩევთ საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტტექნოლოგებს, იყვნენ გულწრფელები საკუთარ ხალხთან და საკუთარ გვერდებზე განათავსონ უფრო სიმართლესთან ახლოს მყოფი სურათი: მარჯვნივ — რუსეთის ტრიკოლორი, ხოლო მარცხნივ — ევროკავშირისა და ნატოს დახურული კარები. ეს იქნება სიმართლე, რადგან საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ქვეყანას წაართვა არა ომი, არამედ ევროპული მომავალი. ამავე დროს, უკრაინა რჩება თანმიმდევრული და მტკიცე საქართველოს მეგობარი ხალხის მხარდაჭერაში, მათ დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს აშენების მისწრაფებაში", - წერია გავრცელებულ განცხადებაში. „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების წინაც ისევ უკრაინის ომის კადრებს იყენებს. მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო საიმიჯო კლიპში ერთმანთს "ვაკის პარკის" შადრევანი და რუსეთის მიერ დანგრეული უკრაინის ქალაქები დაუპირისპირა.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)