|
2025-08-13 14:57:06, 1372 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია - საქართველო აკმაყოფილებს უვიზო მიმოსვლის ტექნიკურ-პოლიტიკურ მხარეს
საქართველო სრულად აკმაყოფილებს ვიზალიბერალიზაციის ტექნიკურ-პოლიტიკურ მხარეს, ბინძური კომპონენტის შემოტანა კი მეტყველებს ბრიუსელში „დიფ სთეითის“ ხელდასმულ პოლიტიკოსებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. კურცხალიას კითხვა დაუსვეს რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის სტატიაზე, რომლის მიხედვითაც, ბრიუსელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების გაუქმებას ითხოვს და სანაცვლოდ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება. იოზვიაკის ვარაუდით, ქვეყნების საჭირო რაოდენობა ამისთვის უკვე არსებობს. როგორც კირცხალიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ყველა კანონი საზოგადოების დაკვეთა იყო. „არჩევნების ჭრილში თუ განვიხილავთ და ბრიუსელიდან ვინმე ცდილობს არჩევნებს დაუკავშიროს, ძალიან ცდებიან. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველა კანონი, რომელიც მიღებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან და, განსაკუთრებით ეს კანონები, არის საზოგადოების დაკვეთა. არაერთხელ გვითქვამს და გავიმეორებთ, ვერაფრით აუხსნიან ქართველ ერს, როგორ შეიძლება ევროკავშირის ღირებულებები და ფასეულობები გადიოდეს გაუმჭვირვალობაზე, ოჯახური ღირებულებების საწინააღმდეგო, ლგბტ თემის პროპაგანდის გავრცელებაზე. სრულიად ამორალური მოთხოვნაა და აცდენილი რეალურად ევროპულ ღირებულებებს და ფასეულობებს. ჩვენ ყოველთვის ვმიჯნავთ იმ ბიუროკრატიას და დიფ სთეითის მიერ ხელდასმულ პოლიტიკოსებს ევროპელი ხალხისგან, ღირებულებებისგან და ფასეულობებისგან. „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც არის ეროვნული და სუვერენული და რაზეც ამაყი და თავმოყვარე ქვეყანა დგას. ჩვენი ისტორიის მქონე ქვეყანაში ვერავინ ვერ გვიკარნახებს და ვერავინ იტყვის, თითქოს გაუმჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი და ოჯახური ღირებულებები არ არის ევროპული სტანდარტი და ლგბტ თემის პიარი არის ევროპული სტანდარტი. „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ამ გზით სვლას, რომლითაც მიდის და რომელი გზაც არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. ეს არის სრულიად ამორალური მოთხოვნა. ბრიუსელში ამაზე საუბრის და დისკუსიის წამოწყებაც არის სრულიად ამორალური. ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი ტექნიკური მხარე, ტექნიკურ-პოლიტიკური, რომელსაც ჩვენი ქვეყანა სრულიად აკმაყოფილებს. ასეთი ბინძური და ამორალური კომპონენტის შემოტანა მეტყველებს , იმ ბიუროკრატიაზე და ე.წ. დიფ სთეითის მიერ ხელდასმულ პოლიტიკოსებზე ბრიუსელში“, – განაცხადა კირცხალიამ.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)