16:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 09:29:46, 746 ნახვა

სამართალი
საქართველოში გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ექსტრადიცია განხორციელდა

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" საქართველოში ჩამოიყვანეს.

მისი ექსტრადიცია ჰოლანდიიდან გამთენიისას განხორციელდა.  დგებუაძე  სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, დგებუაძე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპრაციის სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული.

კერძოდ, მას ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა. ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება.

„იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი დგებუაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად შეფარდებულია პატიმრობა, მისი მოთავსება მოხდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, - აღნიშნა გულუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics