07:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-08 12:14:38, 1338 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი- კობახიძემ კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და ქვეყნის ინტერესებს აყენებს უკანა პლანზე

“ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართალი კობახიძემ და კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და ქვეყნის ინტერესებს აყენებს უკანა პლანზე.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა

ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ 2008 წლის ომი დაიწყო “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელიც არ იყო დემოკრატიულად არჩეული და ხელისუფლებაში დარჩა გაყალბებული არჩევნების შედეგად, რასაც ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი გამოეხმაურა;

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით - “რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, რადგან ყველამ კარგად იცით, რომ საქართველოს ჰყავდა კანონიერად არჩეული ხელისუფლება და იმხელა მხარდაჭერა

, რაც მაშინ ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას, არ ვიცი თუ ჰქონია რომელიმე ხელისუფლებას საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ზოგადად ეს ბრალდება ვიცით კარგად რას ნიშნავს, რადგან კარგად ვიცით თუნდაც მილოშევიჩის რეჟიმის პირობებში რა ფასის გადახდა მოუწიათ სერბებს, ამიტომ ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართალი ამ კაცმა და კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და ქვეყნის ინტერესებს აყენებს უკანა პლანზე .” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics