|
2025-08-07 12:28:11, 1484 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე - საქართველო ხელში ჰყავს ჩაგდებული რუსულ მოღალატეობრივ რეჟიმს
დღეს საქართველო ხელში ჰყავს ჩაგდებული რუსულ მოღალატეობრივ რეჟიმს, რომელმაც კითხვის ქვეშ დააყენა ელემენტარული ჭეშმარიტებები, თუ ვინ დაიწყო ომი, როდის დაიწყო ომი და ვინ არის დამნაშავე - სწორედ ამიტომ ჩვენ ძმათა სასაფლაოზე ხაზგასმულად 7 აგვისტოს ამოვდივართ, რადგან ეს არის თარიღი, როცა რუსეთის რეგულარული ჯარები უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ შემოსული და ცხინვალის მიმართულებით მიემართებოდნენ! 7 აგვისტოა სამხედრო აგრესიის დაწყების თარიღი, - ეს განცხადება მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა. ბარამიძემ თანაპარტიელებთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო. „2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და სრულმასშტაბიანი ომის დაიწყო, რომელიც მანამდე ისედაც დაწყებული ჰქონდა იმ მიზნით, რომ მთელი საქართველო დაეკავებინა, დაეპყრო და ქართული დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოებრიობა დაემხო. ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ჯარმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ყველამ თავისი მიმართულებით მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო გადარჩენილიყო. დღეს ჩვენ ვართ აქ, რათა პატივი მოვაგოთ გმირებს, რომლებმაც თავი სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შესწირეს. ეს გმირები სამარადჟამოდ ოქროს ასოებით ჩაიწერებიან საქართველოს ისტორიაში. გვინდა, რომ ჩვენი მომავალი თაობები, ჩვენი გმირების მაგალითზე გაიზარდონ - დიდება ჩვენ გმირებს! დიდება საქართველოს!“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)