07:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-05 14:46:33, 1141 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი- ჩვენ გვჭირდება კანონპროექტი, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს, როგორც მოკავშირეს

აშშ-ის სენატორი ჯო უილსონი: „მამაცი ქართველი ხალხი 250 დღის განმავლობაში აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ ანტიამერიკულ რეჟიმს“

აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯო უილსონმა მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ მომიტინგეებს და მმართველ პარტიას „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესების ღალატსა და ავტორიტარულ რეჟიმებთან გაერთიანებაში დაადანაშაულა.

„ზედიზედ 250 დღის განმავლობაში, მამაცი ქართველი ხალხი აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ ანტიამერიკულ რეჟიმს.

ისინი მოითხოვენ, რომ დასრულდეს მათი ქვეყნის სრული გაყიდვა კომუნისტური ჩინეთისთვის, თეირანის ტერორისტული რეჟიმისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის.

ჩვენ გვჭირდება კანონპროექტი, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს, როგორც მოკავშირეს!“ - წერს უილსონი.

სენატორი უილსონი ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მომხრეა ამერიკის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო მკაცრი პოზიციის დასაკავებლად. მან არაერთხელ დაადანაშაულა „ქართული ოცნება“ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან გადახვევასა და ავტორიტარულ რეჟიმებთან დაახლოებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics