|
2025-08-05 10:41:22, 961 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ბათუმში სანქცირებული რუსული საწვავით გემი იმყოფება
ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბათუმის პორტში გემია, რომელიც სანქცირებული რუსული დიზელის საწვავს „გაზპრომ ნეფტს“ გადააქვს. ხაბეიშვილის ცნობით, ნავთობტანკერი „კაპიბარა“ 15 000 ტონა დიზელის საწვავს გადააქვს და აღნიშნული ტვირთის მიღებასა და ანგარიშსწორებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი აკონტროლებს. მისი თქმით, მომწოდებელი ოფშორული შუამავალი კომპანია BONEX-ია. „ამ სქემისა და ერთი გემის დახმარებით ივანიშვილი მინიმუმ 5 მილიონ ლარს მოიგებს... ტვირთის პირდაპირი მიმღები ანრი ოხანაშვილია - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფაქტობრივი ხელმძღვანელი, რომელმაც წინა „მმართველის“ მიერ შექმნილი კრიმინალურ-კორუფციული სქემა მიიღო. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ სქემაში მთავარი ფიგურა, გივი ქუთათელაძე, ბაღვაშის ნავთობტერმინალის არაოფიციალურ „დამკვირვებლად“ დარჩა (ის რაღაც დეპარტამენტის უფროსად არის რეგისტრირებული). P.S. გავიხსენოთ, რომ 2022 წლის ივნისში მსგავსი ფაქტი გახდა ცნობილი და მისი გამოქვეყნების შემდეგ, გემი, რომელიც სანქცირებული საწვავით იყო დატვირთული, ნაჩქარევად დატოვა ბაღვაშის პორტი!!!“, - წერს ოპოზიციონერი.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)