|
2025-07-29 00:54:14, 2092 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენი ჯო უილსონი: „ქართული ოცნება“ კომუნისტურ ჩინეთს პატივს მიაგებს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში იმყოფება, სადაც 27 ივლისიდან ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებთან „სტრატეგიულ შეხვედრებს“ მართავს, რომლებიც „შუა დერეფანში“ საქართველოს როლსა და პეკინთან „თანამშრომლობის გაღრმავებას“ ეძღვნება. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ჩინეთში წარმომადგენლების ხელახლა გაგზავნის შესახებ, კომენტარი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა გააკეთა. „ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ იხდის პატივს კომუნისტურ ჩინეთს, რომელსაც ის „სამაგალითო ზესახელმწიფოს“ უწოდებს. „MEGOBARI აქტი“ საჭიროა შუა დერეფნის ვაჭრობასა და კრიტიკულ მინერალებზე წვდომისთვის და ქართველებისთვის ძნელად მოპოვებული თავისუფლების შესანარჩუნებლად“, - დაწერა მან X-ის სოციალურ ქსელში. რაც შეეხება საქართველოს დელეგაციას, ის შედგება: გიორგი (გია) ვოლსკი - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი; „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთს 2024 წლის იანვარშიც ეწვია, როდესაც დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა (პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე).
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)