13:22 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-28 11:40:05, 1450 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად

ვთავაზობ ყველა პროდასავლურ პარტიას, სამოქალაქო მოძრაობას, საპროტესტო ჯგუფებს, დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, სადაც ერთიანობა ნიშნავს საერთო ბრენდს და ერთიან ფრონტს ივანიშვილის წინააღმდეგ - დრო აღარ იცდის, ხალხი ჩვენს გაერთიანებას ითხოვს!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ წერილშია ნათქვამი, რითაც ის პოლიტიკური ერთობის შესახებ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ, ასევე, საპატიმროდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, საქართველო გაერთიანების გარეშე ვერ გაიმარჯვებს.

„მისასალმებელია ზურა გირჩი ჯაფარიძის ინიციატივა, სრულად ვიზიარებ მის მოსაზრებებს ერთიანობისა და საერთო ბრძოლის გაგრძელების შესახებ.

საქართველო გაერთიანების გარეშე ვერ გაიმარჯვებს.

დღეს ქვეყანაში ივანიშვილის რუსული ავტოკრატია ყველა საშუალებით იბრძვის გადარჩენისთვის და თუ რეალური ალტერნატივა არ შევთავაზეთ საზოგადოებას, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რეჟიმის ატანა.

საზოგადოება ელოდება ქმედით ნაბიჯებს.

უნდა დავიწყოთ არა მორიგი საუბარი, არამედ რეალური გაერთიანებისთვის გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, ამის 8-პუნქტიანი გეგმა არსებობს და საჭიროა მივყვეთ მას.

ვთავაზობ ყველა პროდასავლურ პარტიას, სამოქალაქო მოძრაობას, საპროტესტო ჯგუფებს დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, სადაც ერთიანობა ნიშნავს საერთო ბრენდს და ერთიან ფრონტს ივანიშვილის წინააღმდეგ. ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს, არა ფასადური, არამედ რეალური, ქმედითი, მძლავრი ალტერნატივა.

დრო აღარ იცდის, ხალხი ჩვენს გაერთიანებას ითხოვს!

გაერთიანება საქმით და არა სიტყვებით!

თუ ახლა არა - მაშინ როდის?!”- წერს გიორგი ვაშაძე წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics