|
2025-07-25 15:01:13, 3164 ნახვა
პოლიტიკა
ლანა გალდავა - „MEGOBARI აქტი“ აუცილებლად იქნება მიღებული
„MEGOBARI აქტი“ აუცილებლად იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული. „ფაქტი და მოცემულობა ერთია, რომ „MEGOBAR აქტს“ კონგრესის წარმომადგენელთა პალატა გავლილი აქვს, მას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, როგორც დემოკრატების, ასევე „რესპუბლიკელების“ მხრიდან, საუბარია მხოლოდ სენატში, კანონპროექტის განხილვის პროცედურებზე, ჩვეულებრივი წესით თუ, დაჩქარებული წესით. ჩვეულებრივი წესით განხილვის ვადებთან დაკავშირებით ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ამიტომ, ეს საკითხი „ქართული ოცნების“ მხრიდან კვლავ დეზინფორმაციისთვის და პროპაგანდისთვის იქნება გამოყენებული, მაგრამ მათ ვეუბნებით, რომ ეს აქტი აუცილებლად იქნება რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად მიღებული“, - განაცხადა გალდავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)