|
2025-07-25 14:12:30, 1506 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე ევროპარლამენტი არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას
„საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის. ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას“, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას. „ევროპარლამენტარების თქმით, ათწლეულების განმავლობაში დემოკრატიული პროგრესის შემდეგ, გასულ წელს ჩატარებული გაყალბებული არჩევნები საქართველოში ავტორიტარული მთავრობისკენ გარდამტეხი მომენტი იყო. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ უკანონოდ მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, მიიღო რეპრესიული კანონები, ჩაახშო ოპოზიცია, უარი თქვა ევროკავშირში ინტეგრაციაზე და რუსეთის მხარეს დადგა. ევროპარლამენტარების განცხადებით, უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მანამდე პარლამენტი არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ფაქტობრივად შეჩერებულია“, – ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში. ევროპარლამენტი ასევე აზიარებს საქართველოს შესახებ 9 ივლისს მიღებულ ანგარიშს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)