|
2025-07-23 16:19:55, 3919 ნახვა
პოლიტიკა
სამმა ამერიკელმა სენატორმა MEGOBARI-ს აქტი დაბლოკა
ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ იუწყება, რომ სამი სენატორი MEGOBARI-ს აქტის მიღებას ბლოკავს. როგორც რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, საუბარია სენატორებზე მარკვეინ მალინს, მაიკ ლიზე და რენ პოლზე. „MEGOBARI აქტს, ორპარტიულ მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც პუტინის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს უჭერს მხარს, სამი სენატორი: მარკვეინ მულინი, მაიკ ლი და რენ პოლი ბლოკავს. მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს - რატომ? ეს მნიშვნელოვანი კანონპროექტი უკვე დამტკიცებულია წარმომადგენელთა პალატისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ“, - წერს ალექს რაუფოღლუ. MEGOBARI-ს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს და ვიზების შეზღუდვებს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. MEGOBARI აქტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. მის ოფიციალურ სახელწოდებაში ასევე შედის: „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)