|
2025-07-18 11:15:25, 1235 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი- ომის დაწყებისთანავე მოლდოვა ეკონომიკურ სტაგნაციაშია, ეს მაშინ, როდესაც კანდიდატობაც მისცეს
„მოლდოვასთან შედარებით, ხუთ წელიწადში ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტებს შორის სხვაობა. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მოლდოვას კანდიდატობაც მისცეს, მოლაპარაკებების გახსნაც, ზეციურ მანანასაც დაჰპირდნენ, ჩვენ კი უსამართლო თავდასხმების და საბჭოური სტილის მუქარის ობიექტი გაგვხადეს,” - წერს ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, პასუხი ნათელია, მათ იმოქმედეს საქართველოს ეროვნული ინტერესებით და არა ბრიუსელის მითითებებით. „ამ ცხრილებში მოცემულია საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკური ზრდის შედარება 2021-2024 წლებში. მაშინ როცა 2021 წელს, მოლდოვა - 13,9%-იანი ეკონომიკური ზრდით - ჩვენზე ძლიერადაც კი გამოვიდა კოვიდით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიიდან, ომის დაწყებისთანავე ის მწვავე ეკონომიკურ სტაგნაციაშია, ნულს ქვემოთ და ნულთან ახლოს მაჩვენებლებით. მაშინ როდესაც 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტი მოლდოვაზე 2,4 მილიარდი დოლარით მეტი იყო, 2025 წელს ჩვენი ბიუჯეტი მოლდოვისას 4,8 მილიარდი დოლარით აღემატება, ანუ ხუთ წელიწადში ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტებს შორის სხვაობა. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მოლდოვას კანდიდატობაც მისცეს, მოლაპარაკებების გახსნაც, ზეციურ მანანასაც დაჰპირდნენ და განვითარების მაგალითადაც კი უნდათ რომ დაგვიყენონ, ჩვენ კი უსამართლო თავდასხმების და საბჭოური სტილის მუქარის ობიექტი გაგვხადეს. მაშ რა მოხდა? რა გავაკეთეთ ან არ გავაკეთეთ ჩვენ, რის შედეგადაც, ეკონომიკური ზრდით, ყველა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით ლიდერი ვართ, მოლდოვაში კი მწვავე ეკონომიკური სტაგნაციაა? პასუხი ნათელია, ვიმოქმედეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და არა ბრიუსელის მითითებებით, რომელსაც რომ ავყოლოდით, დღეს ეკონომიკურად და ფიზიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით. ეს ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, იმის გასააზრებლად, რომ არავინ ჩვენი ქვეყნის ინტერესს თავისაზე მაღლა არ დააყენებს. ეს გაკვეთილი მივიღეთ, როდესაც კიევმა მებრძოლების ოფიციალური გაგზავნა მოგვთხოვა; ეს გაკვეთილი მივიღეთ, როდესაც ბრიუსელმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვა მოგვთხოვა; ამ გაკვეთილს ვიღებთ, როდესაც ლამაზი სიტყვებით ამბობენ, რომ უკრაინა ევროკავშირის ფრონტის წინა ხაზია, მაგრამ იმ ფრონტზე საკუთარი სისხლის დაღვრა არ უნდათ,” - წერს პაპუაშვილი.
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)