10:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-10 11:23:34, 870 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ბრძოლას ციხიდანაც ვაგრძელებთ

35 წელი ჩვენს სამუშაო ოთახებს ერთი კედელი ჰყოფდა, 30 წელი ბიზნესში და ბოლო 5 წელი პარტიაში. აქაც, ციხეშიც გვერდიგვერდ ვართ ისე, რომ ვერ ვკონტაქტობთ... თუმცა, ბრძოლას აქედანაც ვაგრძელებთ!- ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და თანაგუნდელს, ბადრი ჯაფარიძეს დაბადების დღეს ულოცავს.

ადვოკატები მეუბნებიან, როგორ სულ ემთხვევა თქვენი პოზიციებიო. ეს არცაა საკვირველი.

ჩვენ ერთად ბრძოლის დროს ხშირად გვიკამათია, მაგრამ არასდროს ქვეყნის მომავალზე - თუ როგორ ვხედავთ გამარჯვებული და ძლიერი საქართველოს მშენებლობას და ქართველების ბედნიერ მომავალს ამ უნიკალურ ქვეყანაში.

დღეს შენი დაბადების დღეა! 65 წლის გახდი...

პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრა, რომ ასეთი მაგარი ქართველი ხარ და მოგილოცო მთელი გულით.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ - ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის! შენ დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი ხარ და სხვანაირად არ ძალგიძს.

დიდხანს იცოცხლე და იხარე შენს ოჯახთან ერთად!

შენი ძმა, მამუკა!"- წერს ხაზარაძე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics