|
2025-07-07 18:47:39, 1035 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - რიჟვაძის ბნელი ისტორია „ოცნების“ ყველა მხარდამჭერისთვის გაკვეთილი უნდა იყოს
თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებული ბნელი ისტორია გაკვეთილად და ყველა „კოტის“ (ქართული „ოცნების“ მხარდამჭერების - რედ.) გამოფხიზლების მიზეზად უნდა იქცეს, თქვენ ყველანი ივანიშვილის მზაკვრული სისტემის ჭანჭიკები ხართ და ეს სიბნელე აუცილებლად თქვენამდე მოხვდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის ვერსია გამოგონილია“. „თორნიკე რიჟვაძის ბნელი ისტორია (რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის ვერსია აშკარად შეთხზულია) გაკვეთილად და მიზეზად უნდა იქცეს ყველა „კოცევის“ გამოსაფხიზლებლად, იქნება ეს მინისტრი თუ პროკურორი, პროპაგანდისტი თუ ბიზნესმენი, თქვენ ყველანი ივანიშვილის მზაკვრული სისტემის ჭანჭიკები ხართ და ეს სიბნელე თქვენც გეხებათ, აუცილებლად გეხებათ. ზოგს დააპატიმრებენ, ზოგს ქვეყნიდან გაქცევას მოუწევთ (თუ არ გაგიმართლათ, ოხანაშვილი დაგეწევათ და გაიაშვილის დახმარებით, „აირზენას“ სპეციალური რეისით ისევ საქართველოში აღმოჩნდებით. ყველას გახარიას ტოლფასი ხომ არ გაუმართლა?!) ძნელი სათქმელია და დიახ, ზოგს თვითმკვლელობამდე მიგიყვანთ, ზოგს კი უბრალოდ გაქრება. არავის დაავიწყდეს, რა ჩაიდინა ამ კაცმა რუსეთში 90-იან წლებში. როგორ მოვიდა ხელისუფლებაში. მისთვის ადამიანის სიცოცხლე ერთი გროშიც არ ღირს, რასაც ადასტურებს ის, თუ როგორ გადააბიჯა 10 თვის ბარბარა რაფელიანცის გვამზე, განსაკუთრებით კი იმ ადამიანების სიცოცხლე, ვინც მან შეიძინა. ის ფიქრობს...“ რომ შენი სხეული და სული მხოლოდ მას ეკუთვნის. ეს ეშმაკთან გარიგებაა. შენს ბატონს უყვარს გერმანელი ავტორები, წაიკითხე ფაუსტი, ბიჭებო. წაიკითხე და მერე ილაპარაკე, სანამ ერთად არ დავასრულებთ ამ მიწიერ ჯოჯოხეთს ამ ქვეყანაში. სანამ განკითხვის დღეს მარტო არ დარჩები. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! „გამარჯვება ჩვენი იქნება!“ წერს ბოკუჩავა.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)