2025-07-07 18:29:42, 1067 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის წარგდენილი ბრალდება უსამართლოა
SSA-ს კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის წარგდენილი ბრალდება უსამართლოა.
საქართველოს მასშტაბით ასე თვლის მოსახლეობის 59%;
თბილისში ეს მაჩვენებელი 70%-ია;
ქართული ოცნების ამომრჩევლის 22%-საც უსამართლოდ მიაჩნია ეს ბრალდება; 23%-მა კი არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე;
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი კვლევა 17-29 ივნისის შუალედში ჩაატარა. პირისპირი ინტერვიუს წესით გამოიკითხა 2000 მოქალაქე. ცდომილება ±2.2% -ია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,