21:46 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-02 19:15:44, 1174 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანში რუსეთის საელჩო - ჩვენი მოქალაქეებისგან ფიზიკური ძალადობისა შესახებ საჩივრები მივიღეთ

ბაქოში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ აზერბაიჯანში რუსეთის მოქალაქეებისგან, მათ შორის ტურისტებისგან, ფიზიკური ძალადობისა და საბუთების შემოწმების შესახებ საჩივრები მიიღეს.

ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

„მედიის წარმომადგენლების მხრიდან ბაქოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე კომენტარის გაკეთების მრავალრიცხოვან თხოვნასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საელჩოში შემოვიდა მრავალი მიმართვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მათ შორის ტურისტული მიზნით მყოფი რუსეთის მოქალაქეებისგან. ისინი გვატყობინებენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების, რომელთაგან ზოგიერთმა თავი პოლიციელად წარადგინა, მათ საცხოვრებელ ადგილებში მისვლის შესახებ. ისინი ინტერესდებოდნენ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ჩასვლის მიზნით და ამოწმენდნენ დოკუმენტებს. ამ პირებიდან ზოგიერთის თქმით, მათზე და მათი ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობა იქნა გამოყენებული“, – ნათქვამია ბაქოში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

საელჩო მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, შეატყობინოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics