|
2025-07-02 14:53:04, 697 ნახვა
პოლიტიკა
Amnesty International - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს მომიტინგეების დაშლისა და ცემის, მათ მიმართ სისხლის სამართლის შერჩევითი გამოყენების პრაქტიკა
Amnesty International-მა გლობალური კამპანია დაიწყო, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემა უზრუნველყოს, - ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზეა განთავსებული. “2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, საქართველოს მასშტაბით მომიტინგეები გადაჭარბებული ძალის, თვითნებური დაკავების, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი ხდებიან რეპრესიული კანონებისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინააღმდეგ ძირითადად მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. დღემდე არცერთი პოლიციელი არ არის პასუხისგებაში მიცემული”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს მომიტინგეების დაშლისა და ცემის, მათ მიმართ სისხლის სამართლის შერჩევითი გამოყენების პრაქტიკა. „საერთაშორისო მხარდაჭერა და ყურადღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მშვიდობიანი პროტესტის უფლების დასაცავად და იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვაიძულოთ, პატივი სცეს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებს“, - განაცხადა დენის კრივოშეევმა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კამპანია განსაკუთრებით ფოკუსირებული იქნება ცალკეული მომიტინგეების საქმეებზე, მათ შორის საბა სხვიტარიძისა და მზია ამაღლობელის საქმეებზე, რომლებიც პროტესტის უფლების გამოყენების გამო წამებისა და არასათანადო მოპყრობის, უსამართლო მართლმსაჯულებისა და თავისუფლების აღკვეთის მსხვერპლნი გახდნენ. Amnesty International-ი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურორს, უზრუნველყოს სწრაფი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება უსაფრთხოების ძალების მიერ მომიტინგეების წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა შეტყობინებაზე, პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები და უზრუნველყოს სამართლიანობა და მსხვერპლთათვის სრული ანაზღაურება.
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)