|
2025-07-02 12:36:09, 607 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე - 800 000 ლარის დაფინანსება აქვთ მიღებული ისე, რომ ერთი დღე არ გაუტარებიათ პარლამენტში
პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ყველა სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს - მათ არც ერთი წუთი არ გაუტარებიათ პარლამენტის შენობაში, თუმცა დაახლოებით, 800 000 ლარი პარტიული დაფინანსება აიღეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიას დაფინანსების მიღება 6 თვით, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან ერთად შეუჩერდებათ. „გვაქვს პარტიის „საქართველოსთვის“ პარლამენტის 13 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი. საგაზაფხულო სესიაზე ჩატარდა 26 პლენარული სხდომა. მათ 26-ვე არასაპატიო მიზეზით აქვთ გაცდენილი, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს იმით, რომ არ ასრულებენ იმ მანდატს, რომელიც მათ მიიღეს არჩევნებში. აქვე მოგახსენებთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის განმავლობაში, ანუ 26 ოქტომბრის შემდეგ, პარტიას „საქართველოსთვის“ დაახლოებით, 800 000 ლარი პარტიული დაფინანსება აქვს მიღებული ისე, რომ ერთი დღეც არ გაუტარებიათ პარლამენტში. შეგახსენებთ რეგულაციას, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიას 6 თვით შეუჩერდება პარტიული დაფინანსება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს კენჭს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრიან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)