12:13 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 12:10:40, 671 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე თვითმმართველობის არჩევნებზე - სპეცოპერაციაში მონაწილეობა, ეს იქნება ეროვნული ინტერესების ღალატი

გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს, რომ არ ვაპირებთ, მივიღოთ მონაწილეობა ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში. მკაფიოდ უნდა გავავლოთ ხაზი, რომ არჩევნები გვინდა, მაგრამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და მცირედით მაინც ლეგიტიმაციის მინიჭება მოღალატეთა რეჟიმისა არა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

გია ბარამიძის განცხადებით, ძალიან მკაფიო ზღვარი უნდა იყოს გავლებული, რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია.

„მინდა, გამოვეხმაურო გუშინ „ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოში მოქმედი პროდასავლური პარტიების ერთობლივ განცხადებას, სადაც ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში. ამასთან დაკავშირებით მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არჩევნები გვინდა და ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ეს არის ნორმალური, მაგრამ არჩევნები რომ გინდა, არ არის აუცილებელი რუსული კრიმინალური მოღალატეობრივი რეჟიმის სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმი ამას დაარქმევს არჩევნებს, შესაბამისად, ამგვარ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არა თუ არ შეიძლება, ეს იქნება ღალატი იმ პროტესტისა პატრიოტი ადამიანების, რომლებიც შვიდ თვეზე მეტია, აპროტესტებენ 2024 წლის არჩევნების გაყალბებას, ეროვნული ინტერესების ღალატს, კონსტიტუციის დარღვევას, უარის თქმას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ძალიან მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ, რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია. არჩევნები გვინდა, მაგრამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და მცირედით მაინც ლეგიტიმაციის მინიჭება მოღალატეთა რეჟიმისა არა“, – განაცხადა გია ბარამიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics