2025-06-30 19:50:28, 746 ნახვა
მსოფლიო
კანადამ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებდან მიღებული $1.7 მილიარდის მოგება გადასცა
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ კანადამ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებდან მიღებული დაახლოებით $1.7 მილიარდის მოგება გადასცა.
"მადლობას ვუხდით კანადას, პრემიერმინისტრ მარკ კარნის და ამ ინიციატივაში ჩართულ ყველა ადამიანს. ჩვენ მოვითხოვთ გაყინული რუსული აქტივების სრულ კონფისკაციას. ეს სახსრები აუცილებელია აგრესიის მსხვერპლთა კომპენსირებისთვის და ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად.
ეს იქნება ასევე სამართლიანობის აქტი, რომელიც მომავალში აგრესიული ომების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს" - დაწერა შმიჰალმა X-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,