18:03 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 12:18:09, 417 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად იყენებს

ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ აწყობენ 2000 კაციან აქციას, ითხოვენ ხელისუფლების დამხობას და ა.შ. ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნის. ასეთი ფაქტები და ქმედებები ძალიან მძიმედ აისახება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის, მთლიანად ევროკავშირის  იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ხედავს, რომ „დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად.

„ყველა ხედავს, რომ „დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად. კარგი ის არის, რომ ამ პროცესებს არავითარი პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული ენჯეოები აწყობენ 2000 კაციან აქციას, ითხოვენ ხელისუფლების დამხობას და ა.შ. ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნის. ასეთი ფაქტები და ქმედებები ძალიან მძიმედ აისახება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის, მთლიანად ევროკავშირის  იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, არავის უკვირს, რომ ევროკავშირის მიმართაც კი შემცირებულია ნდობა რადიკალურად, 80%-იდან თითქმის 50%-მდე. იმიტომ, რომ ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება „დიფ სთეითის“ მხრიდან, აბსოლუტურად ანადგურებს ნდობას ქართული საზოგადოების თვალში ევროპული სტრუქტურების მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics