|
2025-06-29 17:08:01, 848 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - წულუკიანს, ისევ დავუბარებივარ ე.წ. კომისიაზე - კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ფარსში მონაწილეობას“ არ აპირებს. კერძოდ, გიორგი ვაშაძე ეხმაურება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 30 ივნისის სხდომას, რომელზეც კომისიის ინფორმაციით, გიორგი ვაშაძის გარდა, იგეგმება პოლიტიკოსების - მამუკა ხაზარაძის და ნიკა გვარამიას ჩართვაც, რომელთაც უკვე განაცხადეს წერილობითი უარი. „წულუკიანს, რომელსაც საკუთარ სასამართლოში მოსვლისაც კი ეშინია, ისევ დავუბარებივარ ე.წ. კომისიაზე. კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და ბოლომდე!“, - წერს ვაშაძე წერილში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 24 ივნისს დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. გიორგი ვაშაძე იმავე დღეს პარტიის ოფისში დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)