20:44 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-28 15:46:36, 641 ნახვა

პოლიტიკა
Amnesty - ოპოზიციონერთა დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

„ოპოზიციის წარმომადგენლების საპარლამენტო კომისიაში დაბარება და მათი დაპატიმრება პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმის გამო სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, - აცხადებს საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი.

ორგანიზაციის შეფასებით, სერიოზული შეშფოთება უკავშირდება საქართველოში „მთავრობის კრიტიკოსების გასაჩუმებლად საკანონმდებლო, საპოლიციო და სხვა უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებას“.

უფლებადამცველი ორგანიზაცია გამოყოფს ბოლოს დაკავებული პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის საქმეს და წერს:

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს სასტიკი თავდასხმა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე, უნდა შეწყვიტოს მომიტინგეებისა და პოლიტიკური აქტივისტების მიზანში ამოღება... და გაათავისუფლოს გივი თარგამაძე და ოპოზიციის კიდევ ექვსი წევრი, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში ციხეში ჩასვეს“, - წერია განცხადებაში.

„ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ისეთი პრაქტიკა, რომელიც არღვევს საქართველოს საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს. ხელისუფლებამ უნდა დაიცვას და უზრუნველყოს ქვეყანაში ყველას ადამიანის უფლებები“, - აცხადებს Amnesty International-ი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics