2025-06-28 11:23:48, 1293 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა კიევში ჩავიდა
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში პოლონეთის საელჩო ავრცელებს.
კიევის რკინიგზის სადგურზე დუდას უკრაინაში პოლონეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი წარმომადგენელი პიოტრ ლუკასევიჩი დახვდა.
ივნისის დასაწყისში დუდამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უკრაინას ეწვეოდა.
ეს პრეზიდენტის რანგში ანჯეი დუდას უკრაინაში ბოლო ვიზიტია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,