13:45 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-27 19:47:15, 804 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - არანაირი შეტაკება არ იქნება, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო ქრისტიანული წესით გაათავისუფლებს თავის წმინდა საკურთხეველს ​

არანაირი შეტაკება არ იქნება, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო ქრისტიანული წესით გაათავისუფლებს თავის წმინდა საკურთხეველს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აშაკარაა, თუ რატომ იმალება სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქი სამართალდამცველებისგან.

„აშკარა გახდა, თუ ვინ იწვევდა შეტაკებებს დედაეკლესიაში. იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდამცავები პროვოკაციებს არ აჰყვნენ, მათ ერთმანეთთან ჩხუბი დაიწყეს. არანაირი შეტაკება არ იქნება. სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო ქრისტიანული წესით გაათავისუფლებს თავის წმინდა საკურთხეველს, დედაეკლესიას და წმინდა საყდარს მის უწმინდესობას გადასცემს. აშკარაა, თუ რატომ იმალება ის სამართალდამცავებისგან. თუ სასამართლო ერთ ან ორთვიან პატიმრობას დააკისრებს, როგორ იცხოვრებს „წმინდანი“ ცოლის გარეშე?“ – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics