|
2025-06-26 14:36:18, 517 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - მე გავაცდინე სხდომა, დასაბუთება ვერ მივიტანე და ერთი დღის ხელფასი დამაკლეს
[გიორგი გახარია] რეგლამენტს არღვევს და ამ შემთხვევაში კონკრეტული ზომები უნდა იქნას მიღებული. პირადად მე გავაცდინე რაღაც სხდომა, ვერ მოვიტანე შესაბამისი დასაბუთება - საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია ამასთან დაკავშირებით და ერთი დღის ხელფასი დამაკლეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის მანდატების შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, როდესაც არ დადიხარ, არ მუშაობ და არ მონაწილეობ საპარლამენტო საქმიანობაში, ეს შესაბამისი შედეგების მომტანია. „რომ არ დავეთანხმო [მანდატების შეჩერებას], არგუმენტი არ მაქვს, რადგან რეგლამენტი არსებობს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, მე რომელ პარტიას წარმოვადგენ. რეგლამენტს არღვევს და ამ შემთხვევაში კონკრეტული ზომები უნდა იქნეს მიღებული. პირადად მე გავაცდინე რაღაც სხდომა, ვერ მოვიტანე შესაბამისი დასაბუთება - საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია ამასთან დაკავშირებით და ერთი დღის ხელფასი დამაკლეს. ეს მცირე სასჯელია, მაგრამ არსებობს გადაწყვეტილებების გარკვეული შესაბამისობა იმ ვითარებასთან, რომელიც პროცესის განმავლობაში ყალიბდება. არ დადიხარ, არ მუშაობ, არ მონაწილეობ საპარლამენტო საქმიანობაში - ეს შესაბამის შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა ვოლსკიმ. კითხვაზე, იმიტომ ხომ არ ჩქარობს „ქართული ოცნება“ იმუნიტეტის შეჩერებას, რომ გახარიას ბრალი დაუსწრებლად შეუფარდონ, ვოლსკიმ უპასუხა, რომ მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ უკავშირდება იმ შესაძლო დანაშაულს, რომელიც გახარიას აქვს ჩადენილი. „საპარლამენტო იმუნიტეტთან დაკავშირებით სხვა მექანიზმები არსებობს, როდესაც ადამიანის დანაშაული ფაქტობრივად, დადასტურებულია შეიძლება [იმუნიტეტი] შეუჩერო ისე, რომ რეგლამენტშიც სხვა მოთხოვნები შეასრულო. ასე რომ, მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მისაღებია, მაგრამ ეს არ უკავშირდება იმ შესაძლო დანაშაულს, რომელიც მას აქვს ჩადენილი. ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს სხვა მექანიზმები - შეიძლება ის იქნეს გამოყენებული, მაგრამ რამდენად დამნაშავეა ეს პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ რამდენად არგუმენტირებული მასალებიც არ უნდა დავდოთ, საბოლოოდ ეს გამოძიებამ და შემდეგ სასამართლომ უნდა თქვას“, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, მომავალ კვირას, 30 ივნისს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის დასკვნას მოამზადებს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით დადგა.
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)