|
2025-06-23 14:52:37, 743 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინამ შექმნა „ფულის ამოღების ბიურო“ და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს
ბიძინამ შექმნა „ფულის ამოღების ბიურო“ და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა „ფულიანებს დააწია ახალი კანონი და ახლა უკვე ყველას ფული მისი ფული გახდა“. „ბიძინამ შექმნა „ამოღების ბიურო“ და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს. შერჩევისას აუცილებელი მოთხოვნა იყო „მოქოცო“, „მოქუჩურო“ ტიპი, რომელსაც არ „გაუტყდება“ სუს-თან თანამშრომლობა. შესაბამისად, შეირჩა კონკრეტული ბანდფორმირებები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბიძინასთვის ფულის ამოღებაში. ხალხის ხარჯზე, ბიძინას პირობებში კორუფციით მოპარული თანხების ამოღებაზეა საუბარი, ივანიშვილის სასარგებლოდ. რომეო მიქაუტაძეს მოსთხოვეს 250 მილიონი - უარის შემდეგ საჩვენებლად დააკავეს. თორნიკე რიჟვაძეს მოსთხოვეს 300 მილიონი, რაზეც უარი განაცხადა. რამდენიმე დღეში ის და მისი კლანიც თანამდებობებიდან დახსნეს. ამის შემდეგ, რიჟვაძემ ამ ფულის „გრაფიკით“ გადახდა გადაწყვიტა, შესაბამისად, ჯერჯერობით თავისუფალია. გრიგოლ ლილუაშვილს მოსთხოვეს 100 მილიონი, რადგან ყოველთვიურად ისედაც მიჰქონდა წილი - ნაძარცვიდან. შესაბამისად, დიდი ნაწილი მიტანილი აქვს და ახლა სთხოვენ „ჯარიმას“, რადგან ბიძინას ზურგს უკან მაინც იპარავდა. შესაბამისად, 100 მილიონით „დაჯარიმდა“ ამოღების ბიუროს მიერ. არ მიტანის შემთხვევაში - ემუქრება რომეოს ამბავი. ასევე, ივანიშვილმა „ფულიანებს“ დააწია ახალი კანონი და ახლა უკვე ყველას ფული მისი ფული გახდა. ვერ გაიგეთ რას ვამბობ?! აი, რომ „გაგაკულაკებენ“, თქვენი რომ გგონიათ, კანონის სახელით რომ გაგძარცვავთ ბიძინა, შემდეგ გაგახსენდებით“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)