|
2025-06-21 16:56:32, 1247 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების ნაცვლად 20 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადმოგვცეს
უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების ნაცვლად 20 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადმოგვცეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „გვითხრეს, რომ ეს ცხედრები მხოლოდ უკრაინელებსა და მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნოდა. მაგრამ ეს ტყუილია. ამ ცხედრებს რუსული პასპორტებიც კი აქვთ. მათ იმის შემოწმებას კი არ შეუძლიათ, თუ ვის აგზავნიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ჯარისკაცისა და ჩვენი გმირების ცხედრების დაბრუნება გვსურს. მაგრამ, რაოდენობის გამო რუსების დაბრუნება არ გვინდა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, „სუმის ოლქში არსებული ვითარება რუსებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს“. „მათ სუმისა და ხარკოვის ოლქებში წარმატების „გაყიდვა“ სურთ. რადგან თუ შესაბამის წარმატებას ვერ აჩვენებენ, პრეზიდენტი ტრამპი სანქციებით მათზე ზეწოლას მოახდენს. მიმდინარე კვირაში ისინი სუმის მიმართულებით 200 მეტრით წინ წავიდნენ, მაგრამ ჩვენ 200-400 მეტრით უკან დახევა ვაიძულეთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)