|
2025-06-20 15:39:20, 705 ნახვა
მსოფლიო
ისრაელ კაცი - თავდაცვის ძალებს, ირანის რეჟიმის დესტაბილიზაციის მიზნით, თეირანში სამიზნეებზე დარტყმების გაძლიერება დავავალე
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალებს დაავალა, თეირანში სამიზნეებზე დარტყმები გააძლიერონ, რათა ირანის რეჟიმის დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. „ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ რეჟიმის ყველა სიმბოლოს და მისი ჩაგვრის მექანიზმებს, როგორიცაა ბასიჯი [ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შემადგენლობაში შემავალი შეიარაღებული დაჯგუფება], ასევე რეჟიმის ძალაუფლების ბაზას, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, ისრაელმა უნდა განახორციელოს მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია თეირანიდან, რეჟიმის დესტაბილიზაციისა და ისრაელის შიდა ფრონტზე რაკეტების გაშვების საპასუხოდ შეკავების ძალის გაზრდის მიზნით. „ისრაელმა, ამავდროულად, უნდა განაგრძოს ობიექტებისა და მეცნიერების დაბომბვა ირანის ბირთვული პროგრამის ჩაშლის მიზნით, სანამ ოპერაციის ყველა მიზანი სრულად არ იქნება მიღწეული“, - აღნიშნა ისრაელ კაცმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)