08:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 13:48:50, 707 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი - გერმანიის ყოფილი ელჩმა, მეც მომცა დავალება, რომელიც არ შემისრულებია

გერმანიის ყოფილი ელჩი ბატონი ჰებერტ ქნირში გამოირჩეოდა იმით, რომ ჩემთვის მოუცია დავალებები, რომელიც არ შემისრულებია, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2018-2019 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანლს, გიორგი ჭოლაძეს უსმენენ.

თეა წულუკიანის თქმით, შესწრებია საუბარს, როდესაც ჰებერტ ქნირში მაღალი თანამდებობის პირებს ეუბნებოდა, რომ „შენ ახლა ეს უნდა შეასრულო“.

„გერმანიის ყოფილი ელჩი ბატონი ჰებერტ ქნირში გამოირჩეოდა იმით, რომ ჩემთვის მოუცია დავალებები, რომელიც არ შემისრულებია და მძიმე საუბარი იყო, რომელიც დიპლომატიურის გარდა ყველაფერი იყო. შევსწრებივარ სხვა საუბრებს, სხვა ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან, როდესაც ის პირდაპირ, უზრდელად, ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა, რომ „შენ ახლა ეს უნდა შეასრულო“. ჩემთვის მოუცია დავალება, რომელიც არ შევასრულე, როგორც კულტურის მინისტრმა. მინახავს, სხვებისთვის მიცემული დავალებები და მძიმე საუბრები. რატომ არის გამორიცხული, რომ ასეთ პერსონაჟს გახარიასთვისაც მიეცა რაღაცა ტიპის არასწორი დავალება და წამოეგო პროვოკაციაზე, ან სხვას, რომელიც გარეთ იყო. იქნება გაიხსენოთ, რას აკეთებდა ეს დიპლომატი იქ, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი იღებდა ოპერატიულ გადაწყვეტილებებს აქციის დაშლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics