09:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 14:34:21, 492 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ტყემალაძე - ტაქსების რეფორმა შედგა, მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა უსაფრთხო და კომფორტული სერვისით ისარგებლოს

თბილისის ვიცე-მერის, გიორგი ტყემალაძის შეფასებით, დედაქალაქში ტაქსების რეფორმა შედგა და მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა უსაფრთხო და კომფორტული სერვისით ისარგებლოს.

ტყემალაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის არის ზონალური პარკირების რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მიზანია ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების შემცირება. ასევე, განხორციელდა ტაქსების რეფორმის სამი ეტაპი.

“თბილისის პარკინგი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკის ერთ-ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 13 000-მდე საპარკინგე ადგილი უკვე არის გამოყოფილი. არის მოწესრიგებული სისტემა და არა ქაოსური. ამასთანავე, ის მნიშვნელოვნად აწესრიგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის წვდომას პარკირებებთან, ვიზიტორებისთვის კი ეს პროცესი გამარტივებულია. ამ პროგრამის ერთ-ერთი მიზანიც არის ის, რომ სატრანსპორტო ნაკადების შემცირებაზეც დადებითად აისახოს“, - აღნიშნა ტყემალაძემ.

ელექტრომობილებზე საუბრისას, ვიცე-მერმა განაცხადა, რომ ქალაქის მთავრობას ყოველთვის აქვს წახალისებისა და ხელშეწყობის პოლიტიკა.

“ჩვენ ელექტრომობილებთან დაკავშირებით განსაკუთრებულად დახმარების რეჟიმში ვართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანაირად შევუწყოთ ხელი და წავახალისოთ ეს მიმართულება. ის გადაწყვეტილებაც, რომ ჩვენს ქალაქში დამატებით 200 დამტენი იქნება, ამ მიდგომის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ტყემალაძემ.

თბილისის ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, ვიცე-მერმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, შეიძლება ითქვას, რომ ეს რეფორმა შედგა.

“ამ თემაზე ნამდვილად იყო ბევრი აზრთა სხვადასხვაობა, ბევრი საუბარი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ იყო ნაადრევი, რამდენად იქნებოდა გამართლებული, თუმცა ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს რეფორმა ნამდვილად შედგა და დღეს, როგორც მოსახლეობას, ისე ტურისტებს, აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს უსაფრთხო და კომფორტული სერვისით, ვიზუალურ მხარეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამ რეფორმის მესამე ეტაპი უკვე დასრულებულია“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics