2025-06-17 17:21:30, 654 ნახვა
სამართალი
ანა სუბელიანი, რომელსაც ნინო წილოსანის შეურაცხყოფას ედავებიან, სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა
პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული აქტივისტი ანა სუბელიანი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით სუბელიანს 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ცნობისთვის, სუბელიანის მიმართ საჩივარი „ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა შეიტანა.
შს პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,