|
2025-06-17 15:25:42, 575 ნახვა
პოლიტიკა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უქმდება - უფლებამოსილებას მთავრობა გადაიბარებს
მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს. შესაბამისი ინფორმაცია ადმინისტრაციამ გაავრცელა. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1 სექტემბრიდან გაუქმდება, ხოლო მისი უფლებამოსილებები საქართველოს მთავრობას გადაეცემა. „პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, ცვლილებები შევა კანონში „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებები საპარლამენტო მმართველობის მოდელს ეფუძნება და მიზნად ისახავს ეროვნული უსაფრთხოების საკითხების აღმასრულებელ დონეზე ეფექტიანად მართვას. საბჭოს გაუქმების შემდეგ შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის პროცესს უზრუნველყოფს. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს თავად საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. გარდა ამისა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აქტივები – მათ შორის, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლება – შესაბამის უწყებებს სალიკვიდაციო კომისიის მეშვეობით გადაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)