01:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-14 11:57:49, 811 ნახვა

სამართალი
პოლიციამ აჭარაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.ბ და 1993 წელს დაბადებული თ.შ. დააკავეს.
გ.ბ.- ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის,ასევე,საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარება, ხოლო თ.შ. მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა,რომ გ.ბ.- მ მიმდინარე წლის 4 ივნისს,ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში,წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე,
ნაცნობი, 1992 წელს დაბადებული ბ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მისსავე ავტომობილში მოკლა,დანაშაულის დაფარვის მიზნით, მანქანა მდინარეში ჩააგორა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით,ასევე,დადგინდა, რომ გ.ბ.- ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ცნობილი იყო მისი მეგობრისთვის - თ.შ.-სთვის,თუმცა მან
მომხდარის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics