2025-06-11 16:17:37, 802 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გაბიტაშვილი სანქციებზე - უსამართლო გადაწყვეტილებასთან მიმართებით არანაირი უხერხულობის გრძნობა არ გამაჩნია
ყოფილი გენერალური პროკურორი, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე არჩეული გიორგი გაბიტაშვილი სანქციებს უსამართლოს უწოდებს.
ის ამბობს, რომ უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უხერხულობის გრძნობა არ გააჩნია.
„უსამართლო გადაწყვეტილებასთან მიმართებაში არანაირი უხერხულობის გრძნობა არ გამაჩნია“, - განუცხადა გაბიტაშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გიორგი გაბიტაშვილი, სხვა პირებთან ერთად, 10 აპრილს დაასანქცირა.
ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე დღეს აირჩიეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,