23:47 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 20:00:37, 1054 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ უნდა გადავდგათ აქტიური ნაბიჯები წმინდა ეჩმიაძინის საპატრიარქოს პალატების გასათავისუფლებლად და კათოლიკოსის ახალი არჩევნების ორგანიზებისთვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი ახალი კათოლიკოსის არჩევნების ორგანიზებისთვის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„აქტიური ნაბიჯები უნდა გადავდგათ წმინდა ეჩმიაძინის საპატრიარქოს გათავისუფლებისა და ახალი საკათალიკოსო არჩევნების მოწყობის მიმართულებით. მოცემულ ეტაპზე ჩვენ უნდა შევქმნათ საკოორდინაციო ჯგუფი დღის წესრიგის საორგანიზაციო საკითხების გადასაჭრელად“, – წერს ფაშინიანი.

მისი განცხადებით, საკოორდინაციო ჯგუფში შეიძლება, შევიდნენ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები, როგორც მოქალაქეები, ისე სასულიერო პირები, რომლებსაც მთელი გულით სწამთ ქრისტესი, ერთხელ მაინც აქვთ წაკითხული ბიბლია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც დაიცვეს დიდი მარხვა, ყოველდღე ლოცულობენ და სჯერათ, რომ წმინდა ეჩმიაძინის საპატრიარქოს განახლების დღის წესრიგი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ინტერესებს, სომეხი ხალხისა და სომხეთის სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება.

ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, რომ საკოორდინაციო ჯგუფის პირველ ათ წევრს ის თავად აირჩევს. შემდგომში ჯგუფი თავისი გაფართოების წესებს, სტრუქტურას და სხვა საკითხებს თავად განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ გარეგინ II-ს დარღვეული აქვს უქორწინობის აღთქმა და მას შვილი ჰყავს. ფაშინიანის მტკიცებით, სომხური სამოციქულო ეკლესიის კანონიკური სამართლის თანახმად, გარეგინ II არ შეიძლება, ყოფილიყო ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი და არ შეიძლება, იყოს კათოლიკოსი.

„ეს ფაქტია და ყველაფრის უარყოფას თუ შეეცდება, მე ამას საჭირო ფორმატში დავამტკიცებ“, – დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics