04:29 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 10:05:45, 856 ნახვა

პოლიტიკა
გიგი წერეთელი - პოლიტიკური ოპონენტების დევნა გახდა სისტემის ერთადერთი ინსტრუმენტი ხელისუფლების შესანარჩუნებლად

თინა ბოკუჩავას ოჯახზე ზეწოლა და მისი მეუღლის ამგვარი მეთოდით დაშინება, მითუმეტეს ისეთ თემაზე, რაზეც მან წლების წინ საჯაროდ მოიბოდიშა, მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებში ხდება და ხელისუფლების სისუსტის ნიშანია, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აცხადებს.

გიგი წერეთლის შეფასებით, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ანგარიშსწორება და დაშინება გახდა სისტემის ერთადერთი ინსტრუმენტი ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

„ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ სასამართლოებში პოლიტიკური ლიდერების და სამოქალაქო აქტივისტების პროცესებს, სინდისის პატიმრების და მათი ოჯახების შეუპოვარ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ, საპროტესტო საზოგადოების უწყვეტ აქციებს თვეების განმავლობაში და საქართველოს ევროპული პერსპექტივის დაკარგვის სამწუხარო რეალობას. ამ ვითარებაში „ოცნების“ ხელისუფლებას პასუხი მხოლოდ რეპრესიები და ძალის დემონსტრირებაა. პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ანგარიშსწორება და დაშინება გახდა სისტემის ერთადერთი ინსტრუმენტი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას და აღრმავებს არსებულ კრიზისს. ამავდროულად, ეს ვერ შეაჩერებს ამ ქვეყნის თავისუფლებისა და ცივილიზებული მომავლისთვის ბრძოლას“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics