14:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 11:21:18, 568 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - დღეს საქართველოს არ ჰყავს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას არ ჰყავს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმია, ამიტომ ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ მოსაშორებლად! - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნამდვილი დამოუკიდებლობა ნიშნავს ხალხის და ქვეყნის უფლებას თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი.

„როცა „ქართული ოცნება” დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს გულისხმობს უფლებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ შეუზღუდავად იძალადონ, ძარცვონ და საქართველო გაყიდონ.

„ქოცის“ გზავნილი „დამოუკიდებლობა ყველასგან” სინამდვილეში ნიშნავს კრემლის ნარატივების მექანიკურ გამეორებას, ევროკავშირთან და ამერიკასთან მიზანმიმართულ დაპირისპირებას, რაც რუსული გეგმაა, რომელიც საქართველოს მარტოს დაუცველად ტოვებს.

„ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ“, „ქოცისთვის” სინამდვილეში ნიშნავს ქართველი ხალხის 83%-ის ნებისა და ევროპული არჩევანის დაბლოკვას. „ჩვენში” გულისხმობენ არა ქართველ ხალხს, არამედ ივანიშვილს და მის ძალადობრივ დაჯგუფებას.

ნამდვილი დამოუკიდებლობა ნიშნავს ხალხის და ქვეყნის უფლებას თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი.

„ქართული ოცნება” ცდილობს, დამოუკიდებლობის იდეა გადააქციოს რუსულ „სუვერენულ დემოკრატიად”, ცრუ პატრიოტიზმად, სადაც ხალხი დამონებულია, თავისუფლება — წართმეული, ქვეყანა — დაუცველი და გაძარცული.

მოკლედ, ცრუ პროპაგანდას არ დავუჯეროთ. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას არ ჰყავს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმია, ამიტომ ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ მოსაშორებლად!" - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics