11:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-06 09:55:32, 755 ნახვა

პოლიტიკა
თბილისთან დაძმობილებული ფრანგული ქალაქი ნანტი 49-წლიან თანამშრომლობას.აჩერებს

ფრანგული ქალაქი ნანტი, რომელიც 1979 წლიდან თბილისთან დაძმობილებული ქალაქია, დროებით აჩერებს 49-წლიან თანამშრომლობას.

ნანტი უძველესი ისტორიის მქონე ქალაქია, რომელიც ცნობილია როგორც „დასავლეთის ვენეცია“, დიდი მწერლის ჟიულ ვერნისა და ნიჭიერი მსახიობის ლუი დე ფიუნესის დაბადების ადგილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნანტის ხელისუფლებამ ურთიერთობების „გაყინვა“ გადაწყვიტა, თუმცა განაცხადა, რომ ისინი ქალაქში არსებული ასოციაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით დაინტერესებული ქართული პარტიების მხარდაჭერას გააგრძელებენ.

ნანტის მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ხელისუფლება შეშფოთებულია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებით და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებით, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დაიწყო და მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მერიისთვის ცნობილი გახდა თბილისის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ, რომლებთანაც ნანტი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა.

ნანტს, თბილისსა და გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენს შორის სამმხრივი დაძმობილების ურთიერთობა არსებობდა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პროექტი განხორციელდა - დაწყებული თბილისში ფრანგული ენის სწავლებითა და საფრანგეთში ქართველი მოსწავლეების მასპინძლობით, დამთავრებული კონცერტებითა და ქართული ცეკვის გაკვეთილებით.

პრესრელიზის თანახმად, თანამშრომლობის შეჩერება ძალაში დარჩება მანამ, სანამ მისი განახლებისთვის აუცილებელი პირობები არ დაკმაყოფილდება.

ეს ამ ტიპის პირველი შემთხვევაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics