11:32 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-05 15:40:59, 589 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - მინდა, წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში

მინდა წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, რომ მას რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა ჩვენ ქვეყანაში და გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება აშშ-სთან, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველოში აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის მიერ თანამდებობის დატოვებაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება ვაშინგტონში სავარაუდოდ, დამთხვევა MEGOBARI აქტის მიღების პროცესებს, თუ ელჩის დამტკიცების პროცესები სწრაფად წარიმართა, რაც ჩვენთვის არის შესაძლებლობა იმისა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო უპატრონოდ არის დატოვებული ვაშინგტონში და ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. როგორც დიპლომატი გავრცელებულ განცხადებაში წერს, მისი გაწვევა მთავრობა არ მოუთხოვია და თანამდებობა პირადი გადაწყვეტილებით დატოვა.

„მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად. ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“ - ნათქვამია ელჩის განცხადებაში, რომელსაც აშშ-ს საელჩო ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics