2015-02-17 17:37:54, 846 ნახვა
მსოფლიო
დებალცევოდან 15 კმ-ში გაზსადენი ააფეთქეს
აღმოსავლეთ უკრაინაში, დებალცევოდან 15 კმ-ში გაზსადენი ააფეთქეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტი ავრცელებს, რომელიც აფეთქების დროს დებალცევოს მიმართულებით მოძრაობდა.
გამოცემის ინფორმაციით, აფეთქებისას ერთ-ერთი ჟურნალისტი ხელში დაიჭრა.
აღმოსავლეთ უკრაინაში, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების მიუხედავად საბრძოლო შეტაკებები გრძელდება.
ოფიციალური მონაცემებით გასული 24 საათის განმავლობაში 5 უკრაინელი სამხედრო პირი დაიღუპა, 9 კი მძიმედ დაიჭრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან