12:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 16:40:22, 657 ნახვა

მსოფლიო
ჰაკან ფიდანი - რუსეთ-უკრაინის ომის გარდამტეხ მომენტს ვუახლოვდებით

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი გარდამტეხ მომენტს უახლოვდება, სადაც ხანგრძლივი მშვიდობის წელს მიღწევის შანსი არსებობს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფიდანმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში მაისში გამართულმა მოლაპარაკებებმა დიპლომატიურ ინსტრუმენტებს ახალი განზომილება შესძინა.

„ომის გარდამტეხ მომენტს ვუახლოვდებით. როგორც 16 მაისს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დასაწყისში აღინიშნა, ჩვენს წინაშე ორი გზაა: ან თვალს დავხუჭავთ ამ ომის გაგრძელებაზე, ან ხანგრძლივ მშვიდობას მიმდინარე წლის განმავლობაში მივაღწევთ“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, თურქეთი სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის ტყვეების გაცვლას იმის ნიშნად აღიქვამს, რომ მოლაპარაკებებს, შესაძლოა, კონკრეტული შედეგები მოჰყვეს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა გამოაცხადა მზადყოფნა, გააგრძელოს მოლაპარაკებები 2 ივნისს და ამჟამად კიევში მიმდინარეობს მოსაზრებების გაცვლა შემდეგი შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics