2025-05-27 16:50:59, 572 ნახვა
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიანე - გვინდოდა შეხვედრა მზია ამაღლობელთან, თუმცა ხელისუფლებამ ნებართვა არ მოგვცა
თბილისში ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები პატიმრობაში მყოფი ქართველების ნათესავებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს.
“ბიძინა ივანიშვილის ციხეებში - სტუდენტები, მსახიობები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და მრავალი სხვა უბრალოდ იმიტომ არიან, რომ ისინი დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ”, - წერს ევროპარლამენტარი.
მისი თქმით, სურდათ შეხვედრა ჟურნალისტ მზია ამაღლობელთანაც, თუმცა ხელისუფლებამ ნებართვა არ მისცა.
„გვინდოდა შეხვედრა პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან, თუმცა ხელისუფლებამ ნებართვა არ მოგვცა. არ გაგვკვირვებია“, - წერს ევროპარლამენტარი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,