|
2025-05-07 22:01:55, 1534 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სავაჭრო ცენტრებში ევაკუცია არ გამოცხადებულა
თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრებში, რომლებზეც საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, ევაკუცია არ გამოცხადებულა და სავაჭრო ცენტრები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. როგორც საქართველოს პირველ არხს „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორმა, თეიკო ლომინაძემ განუცხადა, სავაჭრო ცენტრი ინფორმაციის მიღებისთანავე მოქმედებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების პროტოკოლით. „ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა ეს ინფორმაცია გაიგო შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისგან და იმ წუთიდანვე მათი პროტოკოლით ვმოქმედებდით. ევაკუაცია არ გამოცხადებულა, რადგან ასეთი ინსტრუქცია არ ყოფილა. მუქარის შემცველი რაიმე ელექტრონული მეილი ან შეტყობინება სავაჭრო ცენტრში არანაირი ფორმით არ ყოფილა შემოსული. არაფერი არ არის აღმოჩენილი ტერიტორიაზე. ახლა როგორც ვიცი, სამართალდამცველებმა დატოვეს ტერიტორია“, – განაცხადა ლომინაძემ. ამასთან, „გალერია თბილისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინი ადუაშვილის თქმით, სავაჭრო ცენტრში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირი სახის ინფორმაცია არ შესულა. „ჩვენც იმავე არხიდან გავიგეთ აღნიშნული ინფორმაცია და შესაბამისად, გადავეცით უკვე შესაბამის სამსახურებს ინფორმაცია. საქმის კურსში არიან და ველოდებით მათგან შესაბამის დავალებებს. ამ ეტაპზე სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია არ განხორციელებულა და მეტ დამტებით ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ. შეიძლება, ნებისმიერ წუთს მოგვცენ შესაბამისი დავალება. სამართალდამცველები ამ ეტაპზე ადგილზე არ არიან, თუმცა ამოწმებენ ჯერ ინფორმაციის სისწორეს და შემდეგ უკვე მიიღებენ შესაბამის ზომებს“, – აღნიშნა ადუაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო. აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ გამაფრთხილებელ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარი გაკეთდა. როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, უწყების შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე. ამასთან, სუს-მა გაავრცელა განცხადებაც, სადაც მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, „პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან“.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)