11:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 10:02:22, 722 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი კურსკის ოლქში ერთ-ერთი დასახლების ევაკუაციას აპირებს

კურსკის ოლქში, გლუშკოვოს დასახლებაში ევაკუაცია გამოცხადდა

რუსი სამხედროები დასახლებიდან მშვიდობიან მოსახლეობას გაიყვანენ. 

ინფორმაციას ევაკუაციის შესახებ დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვასილი ხუდიაკოვი ავრცელებს.

"შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია დაუყოვნებლივი ევაკუაცია". – თქვა ხუდიაკოვმა.

გლუშკოვოს დასახლება უკრაინის საზღვართან დაახლოებით 7 კილომეტრში მდებარეობს.

გარდა ამისა, 5 მაისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში, სუმის ოლქში, ორი ქალაქის მოსახლეებსაც ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში სუმის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხაილ მელნიკმა გამოაქვეყნა.

"გთხოვთ ქალაქ ბელოპოლიესა და ქალაქ ბოროჟბის მოსახლეობას, სასწრაფოდ გადახვიდეთ უსაფრთხო ადგილას! საევაკუაციო ავტობუსები ყოველდღე, დილის 8:00-დან გაემგზავრებიან". – წერს მელნიკი.

მელნიკს განცხადებაში არ დაუზუსტებია, თუ რა არის ევაკუაციის საფუძველი.

ორივე ქალაქი რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics